თეგებით ძიება

„აღარც ნამუსია ჩვენი. აღარც სირცხვილი. აღარც სამშობლო! არავის დააბრალოთ, ჩვენი ბრალია!“ - რას წერს გიგა მაქარაშვილი?

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ კომპანია „აირზენა“ მზადაა მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შეასრულოს.

„მიწა უნდა იწვოდეს მოღალატეების ფეხქვეშ, მაგრამ ეგ მიწაც აღარაა ჩვენი. აღარც ნამუსია ჩვენი. აღარც სირცხვილი. აღარც სამშობლო!

არავის დააბრალოთ, ჩვენი ბრალია!

P.S. აირზენა ასე დაფრინავს წლებია და ახლაც გამოთქვა სურვილი პირდაპირი ფრენები შეასრულოს“, - წერს მაქარაშვილი.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა