თეგებით ძიება

"70 ლარად მომყიდეს, 6 თვემდე კორპუსის ბინაში მყავდა, ძაღლს არც შევადარებ, იმიტომ რომ მასზე ბევრად ჭკვიანია“ - რას წერს ცხოველთა უფლებადამცველი?

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და  ბატკნის შესახებ წერს, რომელიც მან კორპუსის ბინაში გაზარდა.

"ზუსტად 1 წლის წინ მოვიყვანე სახლში, 1 დღის იყო, ჭიპლარიც ზედ ქონდა. 

ფარაში დედას ვერ მიაგნო და მწყემსები არ აპირებდნენ მის გაზრდას. 70 ლარად მომყიდეს. 

რომ მომყავდა უზომოდ ვნერვიულობდი, მეშინოდა რომ ვერ გავზრდიდი. 

უამრავ ადამინს დავეკონტაქტე, ვისაც გამოცდილება და ცოდნა ქონდა ასეთ ცხოველებზე, იმიტომ რომ მე ახლოსაც კი არ ვიყავი განავლელი ამათთან. 

Lika Vepkhvadze-ს რეკომენდაციებით წამოვზარდე ეს პატარა ბიჭი, რომელიც ახლა უზარმაზარია. არ ვიცი, როგორი მადლობელი ვარ ქალბატონი ლიკასი რომ ნებისმიერ დროს, შუა ღამესაც რომ დამერეკა ყველაფერს მიხსნიდა რა და როგორ გამეკეთებინა. 

6 თვემდე კორპუსის ბინაში მყავდა, როგორც ძაღლი ისე ცხოვრობდა, ბალახის ჭამაც კი არ იცოდა დამოუკიდებლად და წყალს მხოლოდ სოსკიდან სვავდა თუმცა, ბოლოს უკვე მისთვის სივრცე და ეზო ძალიან აუცილებელი იყო და დღეს ჩემს სოფელში აგრძელებს ცხოვრებას, თავის მეგობარ ხბოჩისთან ერთად, რომელიც ერთადერთია ვისაც არ ურტყავს რქებს გიჟდებიან ერთმანეთზე, ერთმანეთის გარეშე არ ჭამენ, თუ რომელიმე თვალს მოეფარება ეძახიან ბოლო ხმაზე.

პატარა ჭკუის კოლოფია ეს არსება, ესმის სახელი, მცნობს, მორბის როცა ვეძახი, ორ ფეხზე დადგომა იცის, ყველაფერი ესმის და იგებს. 

ძაღლს არც შევადარებ, იმიტომ რომ მასზე ბევრად ჭკვიანია. 

როცა ვუყურებ სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ შეუძლია ადამიანს მოკლას და ჭამოს, მართლა არ მესმის... 

მიყვარხარ ბეკო და დიდხანს მინდა მყავდეს ჯანმრთელად!", - წერს უფლებადამცველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა