ლარი გამყარდა - ნახეთ, ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5395 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5458 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7617 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7805 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1292 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 16 მაისიდან შევა ძალაში.