ნატო რუსეთზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს - დიმიტრი მედვედევი
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშია, დილით იღვიძებს რუსეთზე ფიქრით.
"ჯერ კიდევ 2022 წელს ნატო ზანტად გვიშორებდა, როცა საქმე უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა. თითქოს გვეუბნებოდა, აი, თავი დაგვანებეთ, თქვენი დრო არ გვაქვს. ახლა კი ნატოს წევრი ყველა ქვეყანა ღამით იძინებს და დილით იღვიძებს რუსეთზე ფიქრით“, - აცხადებს მედვედევი.
მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ განიცადა გეოპოლიტიკური მარცხი ნატოს პრიმიტიული პოლიტიკის გამო, რომელიც ცდილობს მსოფლიოში განსაკუთრებული როლის შესრულებას.