როდის და სად გეგმავენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ქორწილს? - რას წერს იტალიური მედია?
იტალიური გაზეთის ilnapolionline-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ივნისში საქართველოში იქორწინებენ.
ამ დროისთვის "ნაპოლის" სეზონი უკვე დასრულებული ექნება. გამოცემის ინფორმაციით, ქორწინების შემდეგ ნიცა საცხოვრებლად ნეაპოლში გადავა.
შეგახსენებთ, რომ წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა.