ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5638 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5395 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7617 ლარს შეადგენდა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1301 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 17 მაისიდან შევა ძალაში.