თეგებით ძიება

მივდივარ - რატომ ტოვებს საქართველოს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული?

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს. ამის შესახებ კასიანოვი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოდან მივდივარ, მინდა, ყველას გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატება, ბედნიერება და კეთილდღეობა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია, არამედ ნათელი საერთო მომავალი აქვთ ევროპელი ერების ერთიან მეგობრულ ოჯახში. ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი ძალიან ახლო მომავლის საკითხია“, – წერს კასიანოვი.

როგორც ცნობილია, ანდრეი კასიანოვის ნაცვლად, დროებითი რწმუნებულის მოვალეობას ოლექსანდრ შულგა შეასრულებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა