თეგებით ძიება

იმდენად შევუყვარდი, გადაწყვიტა, საქართველოშიც დაიწყოს ბიზნესი - რას ამბობს კესარია აბრამიძე თაყვანისმცემელზე?

მოდელმა, კესარია აბრამიძემ ცოტახნის წინ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, სადაც ის სიმპათიურ მამაკაცთან ერთად, დუბაიში ისვენებდა.

ამ თემაზე კესარიამ ჟურნალი "თბილისელებითან" ისაუბრა.

მისი თქმით, მისი რჩეული უმდიდრესი ბიზნესმენია, რომელიც გარდა დუბაისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფლობს ძვირად ღირებულ ვილებსა და სასტუმროებს.

"დუბაიში ერთი კვირით ვიყავი წასული, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დამპატიჟა. ერთად გავემგზავრეთ აქედან. იქ კი მეგობარმა გამაცნო უკარგესი, უმდიდრესი და უსიმპათიურესი არაბი მამაკაცი – ჯორჯი, რომელმაც ზღაპრული დღეები მაჩუქა, თავისი საოცარი მანქანებით, ლომის ბოკვრებითა და საჩუქრებით.

ფოტო რომ დავდე, ლამის მთელი საქართველო აკომენტარებდა, წერდნენ: კესო დაინიშნე? გათხოვდი? ვინ არის ეს სიმპათიური მამაკაცი?

ჯორჯი ძალიან მანებივრებდა საჩუქრებით, ძვირად ღირებულ მაღაზიებში შოპინგებით. ვიყავი სასტუმროში, ღამე რომ ოცდახუთი ათასი ღირს. ხელზე ულამაზესი ოქროს სამაჯური ეკეთა, მომეწონა და ისიც კი მოიხსნა და მაჩუქა. ჩემთვის არაფერი დანანებია, საკმაოდ ბევრი ფული დამახარჯა.

ბიზნესმენია. არა მარტო დუბაიში, მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ზონებსა და ქალაქებში, აქვს ვილები და საკუთარი ფეშენ სასტუმროები. სხვათა შორის, ამბობდა, საქართველოშიც ხომ არ ჩავდო ინვესტიციაო. იმდენად მოვეწონე და შევუყვარდი, გადაწყვიტა, საქართველოშიც დაიწყოს საკუთარი ბიზნესი.

ზაფხულში აპირებს ჩამოსვლას. ეს ადამიანი არც ჩემი საქმროა და არც მასზე დავნიშნულვარ. უბრალოდ, ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელია, გამორჩეული და კარგი, რომელმაც იდეალურად მაჩვენა დუბაი და თავისი ქვეყანა. რომ მწერენ, გათხოვდიო, არ გავთხოვილვარ, ლამაზი ქალი ვარ და მყავს მდიდარი თაყვანისმცემელი დუბაიში. საქართველოში ხომ ყველაზე მნიშნავენ და მათხოვებენ, ვისთანაც ფოტო დავდე?! (იცინის) როგორც აქ მყავს თაყვანისმცემლები, ისე გამიჩნდა დუბაიში, ერთი და ხარისხიანი (იცინის). შეიძლება, მეტიც გამჩენოდა, მაგრამ ამან არ მომცა საშუალება, ერთი კვირის განმავლობაში სულ ერთად ვატარებდით დროს“,- თქვა კესომ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა