თეგებით ძიება

ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა - მეუფე შიო

დღეს ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, როდესაც ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს ყველა საღი გონების მქონე ადამიანის ვალია, რომ დაიცვას ოჯახის სიწმინდე.

„ღმერთმა შექმნა ადამიანი ღვთის ხატად იმისთვის, რომ ადამიანიც ცხოვრობდეს სიყვარულში. როგორც ყოვლადწმინდა სამება სუფევს მარადიულ სიყვარულში და თავად წყაროა სიყვარულის იმიტომ, რომ ამ მიწიურ ცხოვრებაში არის ბევრი სიმწარე, ბევრი მწუხარება და ადამიანი ქრისტეში და ოჯახში ჰპოვებს ბედნიერებას, ჰპოვებს სიყვარულს, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული ვინც თავის სულ დადებს მეგობრისთვის.

აი, ოჯახში მამაკაცი თავს დებს თავისი ცოლ-შვილისთვის, ცოლი თავს დებს თავისი შვილებისთვის და ქმრისთვის, შვილები შემდეგ მადლიერების ნიშნად თავს დებენ თავიანთი მშობლებისთვის, არ ტოვებენ მათ სიბერეში, უვლიან და პატრონობენ და ეს ურთიერთობები, ეს სიყვარული არის ყველაზე მშვენიერი რამ ამ სამყაროში, ყველაზე ამაღლებული რამ. ამიტომაც, არსებობს ასეთი გამოთქმა, ფილოსოფოსების მიერ წარმოთქმული, რომ „ოჯახი, ეს არის პირველადი წიაღი ადამიანის კულტურის და თუ დაინგრევა ოჯახი და მოიშლება, მაშინ ჩამოიშლება მთელი კაცობრიობაც“, - აცხადებს მეუფე შიო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა