ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5310 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5347 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7358 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7446 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1279 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 19 მაისიდან შევა ძალაში.