თეგებით ძიება

"ძაღლი სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ფულის გამო აჯვარებდნენ და აუპატიურებდნენ" - რას წერს უფლებადამცველი?

უფლებადამცველი, ია სირანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ძაღლი, სახელად ტოტო სასამართლომ მსხვერპლად აღიარა.

მისი თქმით, ძაღლი სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო.

"მოვიგეთ სასამართლო პროცესი. კიდევ ერთი პრეცედენტი სასამართლოს ისტორიაში, ძაღლის უფლებები დავიცავით! ძაღლი, რომელიც სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ფულის გამო აჯვარებდნენ და აუპატიურებდნენ, გავათავისუფლეთ ტრეფიკინგისგან!

მადლობა უმაგრეს მოსამართლეს, ირაკლი კოპალიანს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!უბედნიერესი ვარ! დღეს მოვიგე უპრეცედენტო სასამართლო პროცესი!

მინდა, ყველა იცნობდეთ ამ უმაგრეს მოსამართლეს, რომელმაც დღეს ყველა ცხოველთა მოყვარული გაგვახარა და, რაც მთავარია, საცოდავი ძაღლის სიცოცხლე გადაარჩინა! დღეს შეიქმნა სასამართლოში პრეცედენტი სამოქალაქო დავაზე, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დავაზე. ძაღლს, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო ფულის გამო, ჩამოერთმევა არაადამიანს და გადაეცემა მის ძველ მეპატრონეს! სამართალმა პური ჭამა! ძაღლი სახელად ტოტო თავისუფალია!“, – წერს უფლებადამცველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა