2023 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.4%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამუშაო ძალის მაჩვენებლებს (დასაქმება და უმუშევრობა) ავრცელებს.
"2023 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4% პუნქტით შემცირდა და 18.0% შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2019-2023 წლებში, კვარტალების მიხედვით.
2023 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 45.8 ათასი კაცით (5.6%) და 863.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.4 ათასით გაიზარდა (6.6%) და 407.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 10.4 ათასით (3.6%) და 279.2 ათასი შეადგინა.