გადაადგილდებით 100 ევროდ ევროპაში, ეს არის ივანიშვილის და "ქართული ოცნების" დამსახურება - ირკალი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართველებს შეუძლიათ ევრიპაში 100 ევროდ გადაადგილება, რაც ბიძინა ივანიშვილის და "ართული ოცნების" დამსახურებაა.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში, არავის, თუ ვინმემ რაიმე შედეგი მოიტანა, ეს მოიტანა ქართულმა ოცნებამ მეგობრებო. ასოცირება, უვიზო რეჟიმი თქვენ, რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, ქართული ოცნების დამსახურება. არაფერს არ შეექმნება საფრთხე, ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორადა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.