თეგებით ძიება

არ ვიცი „ნაცმოძრაობას“ რა პიარ სვლები აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ სააკაშვილი არის დამნაშავე და იხდის სასჯელს - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ საქმეებზე მიუძღვის ბრალი, რის გამოც იხდის სასჯელს.

"მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა. ის სასჯელს იხდის არა საპატიმროში, არამედ კლინიკაში. არ ვიცი „ნაციონალურ მოძრაობას“ რა პიარ სვლები აქვს ჩაფიქრებული. თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის.

ერთი რამ ცხადია, ბოლო წლების განმავლობაში იკვეთება შიდა დაპირისპირება. ეს აშკარაა, ვხედავთ ტელევიზიებში ერთმანეთის მიმართ რა განცხადებებს აკეთებენ. სააკაშვილს რაც შეეხება, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე და იხდის სასჯელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა