თეგებით ძიება

მთელი ქართველი ხალხი ფრენების აღდგენას მიესალმება, გარეთ დაფინანსებული აქცია მიმდინარეობს - ვალერი კვარაცხელია

საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრი, ვალერი კვარაცხელია რუსეთიდან ჩამოფრინდა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას „მიესალმება“.

"მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, რომ გაუქმებულია ფრენების აკრძალვა და დაწესებულია უვიზო რეჟიმი. მთელი ქართველი ხალხი ამას მიესალმება, ვისაც უნდა გაფრინდება, ვისაც უნდა არ გაფრინდება. გარეთ მიმდინარეობს დაფინანსებული აქცია. ეს მიგვიყვანს, ერთი მხრივ, ეკონომიკურ გაჯანსაღებამდე, მეორე მხრივ, ტერიტორიულ გამთლიანებამდე და, მესამე მხრივ, ყველა იმ პრობლემების მოგვარებამდე, რომელიც აქამდე იყო 2 ქვეყანას შორის“, - განაცხადა კვარაცხელიამ. 

შეგახსენებთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი უკვე დაეშვა.

რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა