არ ვიცი, რატომ არ იღებს ფრენებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილებას აშშ - ირაკლი კობახიძე
მე არც ის ვიცი, რატომ გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციამ ფრენების აღდგენა და, სიმართლე რომ გითხრათ, არც ის ვიცი, რატომ არ იღებს ფრენების დაწესების გადაწყვეტილებას, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ასევე, კითხვა არსებობს საზოგადოებაში, რატომ არ ეწერება ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან, რატომ არ მარტივდება სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რატომ ტოვებენ 50 ბავშვს საქართველოში, როდესაც არავითარი საფუძველი არ არსებობს და ასე შემდეგ.
ეს კითხვები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ვერც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გავცემთ ამ კითხვებს პასუხს, რადგან არ ვართ რუსეთის ხელისუფლება, და ვერც რომელიმე სხვა ხელისუფლების მხრიდან გავცემთ ამ კითხვებს პასუხს. კითხვები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ პასუხების გაცემა ჩვენი პრეროგატივა არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.