თეგებით ძიება

"მოლაპარაკებები საერთოდ არ არის საჭირო" - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებები თანაბარ პირობებში ვერ მოხერხდება. 

"ძნელია, არ დაეთანხმო გინეკოლოგს, რომელსაც თავი ევროსაბჭოს პრეზიდენტად მოაქვს. დეიდამ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის თანაბარ პირობებში მოლაპარაკებები უარყოფილი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს ასეა. როგორ შეიძლება იყოს თანაბარი მოლაპარაკებები ნაცისტურ სახელმწიფოსთან? საუბარი მხოლოდ მის პატრონთან შეიძლება, უფრო ზუსტად - მხოლოდ ვაშინგტონთან. სხვა თანამოსაუბრე უბრალოდ არ არსებობს და ისიც მხოლოდ ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის პირობებზე. თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ამიტომ, ახლა მოლაპარაკებები საერთოდ არ არის საჭირო“, - წერს მედვედევი Telegram-ზე. 

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა