თეგებით ძიება

თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა - რა ინფორმაცია ვრცელდება?

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 19 მაისიდან 25 მაისის 00:00 საათამდე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი ზოლით შეიზღუდა, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერების ადგილი - ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერთან მდებარე გაჩერების ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩის კვეთასთან გაჩერდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა