თეგებით ძიება

"0.3 % რომ გაგინებს და 99.7 % გეფერება, რა სწორად გიცხოვრია, მამიკო“ - რას წერს ვალერი კვარაცხელიას შვილი?

საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრი, ვალერი კვარაცხელიას შვილი, თაკო კვარაცხელია სოციალურ ქსელში მამის შესახებ წერს.

"0.3 % რომ გაგინებს და 99.7 % რომ გეფერება, რა სწორ მხარეს დგახარ თურმე და რა სწორად გიცხოვრია.

მამიკო", - წერს თაკო კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ თბილისში ჩამოფრენილი პირველ თვითმფრინავით საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრი, ვალერი კვარაცხელია ჩამოფრინდა და მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას „მიესალმება“.

მის ამ ქმედებას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა