დაჩი ბერაია და გიორგი ვაშაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - რა ხდება პარლამენტში?
საკანონმდებლო ორგანოში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მოჰყვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლას, სადაც მან „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
მას შემდეგ, რაც ვაშაძე დარბაზში საკუთარ ადგილს იკავებდა, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მასა და „ხალხის ძალის“ წევრს, დაჩი ბერაიას შორის. ადგილზე იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ამ დროისთვის სხდომათა დარბაზში ვითარება განმუხტულია.