თეგებით ძიება

გერმანიის მოქალაქეობის მიღება მარტივდება - რა ინფორმაცია ვრცელდება?

გერმანიის მმართველი კოალიცია გერმანიის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებაზე შეთანხმდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნატურალიზაცია შესაძლებელი იქნება, თუ ისინი გერმანიაში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. მანამდე ეს ვადა რვა წელი იყო.

ამასთან ერთად, კანონში ნათქვამია, რომ იმ უცხოელებს, რომლებიც განსაკუთრებით კარგად არიან ინტეგრირებულები გერმანიის საზოგადოებაში, ექნებათ უფლება, გერმანიის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნა ქვეყანაში სამი წლის ცხოვრების შემდეგ დააფიქსირონ. უპირატესობა მიენიჭებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც კარგად ფლობენ გერმანულ ენას, აქტიურად მონაწილეობენ მოხალისეობრივ საქმიანობაში ან არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

ამას გარდა, იმ უცხოელებს, რომლებიც მიიღებენ გერმანიის მოქალაქეობას ექნებათ უფლება, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაც შეინარჩუნონ. მანამდე მოქმედი კანონი მათ საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმას ავალდებულებდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა