თეგებით ძიება

მე ვრჩები პარტიაში, ვიდრე ამ პარტიის გადარჩენის შანსი არის - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა და პარტიის წევრმა, ნიკა მელიამ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რჩება პარტიაში მანამ, ვიდრე პარტიის გადარჩენის შანსი არსებობს.

„ნაციონალურ მოძრაობაში" სამწუხაროდ არის აზრთა სხვადასხვაობა, პარტია პრაქტიკულად ორად არის გახლეჩილი და ეს გამოიწვია ახალი მენეჯმენტის მხრიდან გადადგმულმა, მინდა იმედი ვიქონიო, რომ გაუაზრებელმა და გაუთვალისწინებელმა ნაბიჯებმა, როდესაც მათ მიიტაცეს ძალაუფლება და ვგულისხმობ არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს, არამედ იმას, რომ რამდენიმე დღეში მათ პარტიის ნახევარი პარტიიდან გაყარეს და ამან გააჩინეს შეუქცევადი პროცესი კრიზისისა.

ამ დროს როდესაც მოწინააღმდეგე ყველაფერს აკეთებს, რომ შებღალოს ქართული სუვერენიტეტი და ღიად პრორუსული ხელისუფლება გვყავს საქართველოში, რა თქმა უნდა, შიდაპარტიული რბილად, რომ ვთქვათ, გაუთვალისწინებელი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ახალი მენეჯმენტის მხრიდან, არავითარ შემთხვევაში არ წაადგება ოპოზიციურ მოძრაობას და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხა წყალი. დღეს ჩვენ, ნაცვლად იმისა, რომ გვეამაყა დემოკრატიული მმართველობით პარტიაში, სამწუხაროდ, მივიღეთ ჩრდილოვანი მმართველობის მოდელი. მე ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ბევრ რამეს ხედავს ცხადად, მე ვრჩები პარტიაში, ვიდრე არის შანსი ამ პარტიის გადარჩენის", - განაცხადა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა