თეგებით ძიება

"ეს გოგო ჩემთვის ქალის და ქართველის სამაგალითო ადამიანია" - დომენიკ მანგო ნანკა კალატოზიშვილზე

სამოქალაქო აქტივისტი, კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მსახიობ, ნანკა კალატოზიშვილზე წერს.

მისი თქმით, ნანკა სამაგალითო ქართველია.

"ნანკა კალატოზიშვილს, რომ ვუყურებ, გულს უხარია. ეს გოგო ჩემთვის ქალის და ქართველის სამაგალითო ადამიანია. აქცია არ მინახავს, სადაც ნანკა არ დგას. ნუთუ იმას არ აქვს “საქმეები”? ნუთუ იმას არ ჰყავს დაქალები და სამეგობრო წრე? მაგრამ არის ასეთი ადამიანი, რომელიც დგას თავისი ქვეყნის სადარაჯოზე და გადადებს ყველაფერს და მაინც იქ იდგება, სადაც საჭიროა. ლეგენდაა ეს ადამიანი (გადაჭარბების გარეშე), ბევრი აქვს თავში ასავარდნიც, მაგრამ უნდა შეხედოთ, ბოლომდე და მთელი ძალით იბრძვის ამ ჩვენი საერთო ქვეყნისთვის. ყოველთვის იწვევდა ჩემში აღფრთოვანებას ეს გოგო თავისი შეუდარებელი თვისებების გამო", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა