თეგებით ძიება
20. 05. 2023 მსოფლიო

დამესიზმრა მოხუცი კაცი და მითხრა, ამეღო 8 კვერცხი, ბრინჯი და შემეწირა ღმერთებისთვის - რა უცნაურ ისტორიას ყვება 61 წლის ქალი?

61 წლის ტაილანდელმა, სამანი პლუკჯაიმ ლატარიაში დიდი რაოდენობის თანხა მოიგო.

პლუკჯაი ამბობს, რომ დაესიზმრა მოხუცი კაცი, რომელმაც უთხრა, აეღო რვა კვერცხი, ბრინჯი და შეეწირა ღმერთებისთვის. კაცი მას დაჰპირდა, რომ ამის შემდეგ ქალს გაუმართლებდა.

პლუკჯეი ფიქრობდა, რომ სიზმარში კაცმა მას ციფრებზე მიანიშნა, 9 თავად ეს მოხუცი კაცი იყო, ხოლო კვერცხი 0-ს განასახიერებდა. ღმერთებისთვის შეწირვის ნაცვლად, მან იყიდა ლატარიის ბილეთები და 9 და 8 ნული შემოხაზა და ჯეკპოტიც მოიგო.

მოგებული თანხით გამარჯვებული ტაძრის ასაშენებლად თანხის შეწირვას აპირებს, თანხის ნაწილით შვილიშვილების სწავლას დააფინანსებს, ვალებს გადაიხდის და სხვა ბავშვებსაც დაეხმარება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა