თეგებით ძიება

აპრილში ექსპორტის ფასების ინდექსი შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, აპრილში ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა.

აღნიშნულ პერიოდში ფასების 1.8%-იანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი 20.1%-ით არის შემცირებული.

სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები შემცირდა 23.8%-ით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 18.8%-ით, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 32%-ით, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 24%-იანი ზრდა იყო.

წყარო - BM.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა