ბახმუტი რუსეთს არ დაუკავებია - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტი რუსეთის ფედერაციის მიერ არ არის ოკუპირებული.
„დღეის მდგომარეობით, ბახმუტი რუსეთის ფედერაციის მიერ არ არის ოკუპირებული. ამ სიტყვების ორი ან სამი ინტერპრეტაცია არ არსებობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიაში ვიზიტად მყოფმა ზელენსკიმ.