"ფრთხილად იყავით, ცოფის შემთხვევაში 10-დან 10 შემთხვევა სიკვდილით მთავრდება" - რას წერს ტასო ლოსაბერიძე?
ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხონში ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, რაც ძალიან საშიშია.
"ხონელ ძაღლს დაუდასტურდა ცოფი, თანაც როგორც მიმკედლბელი ამბობს, აცრილს.
ამ ძაღლს ბავშვი დაუკბენია რამდენიმე დღის წინ და მეორე დღესვე ძაღლმა გამოავლინა ცოფის კლინიკური ნიშნები, ბავშვის ოჯახმა წაიყვანა სახლში ეს ძაღლი, დააბა და აკვირდებოდნენ, ცხადია იზოლირებულად.
ძაღლის მიმკედლებლები და არა მარტო, ამბობდნენ რომ ძაღლი არის ნაცემი და ითხოვდნენ კლინიკაში გადაყვანას. კიდევ კარგი რომ ეს არ მოხდა... და უამრავი ადამიანის სიცოცხლე არ ჩავარდა საფრთხეში.
ხალხო, გთხოვთ ნუ ეთამაშებით ამ მომაკვდინებელი ვირუსს!
გთხოვთ, როცა ძაღლს აქვს ცოფის ნიშნები, ნუ ამსგავსებთ სხვა დაავადებებს და ნუ იგდებთ საკუთარ თავს საფრთხეში, ნურც სხვა ადამიანს და ცხოველს ნუ დააყენებთ გაცოფების რისკის ქვეშ.
ცოფის შემთხვევაში 10 დან 10 შემთხვევა სიკვდილით მთავრდება!
მეტი სერიოზულობა გვმართებს ამ ვირუსთან ბრძოლაში.
ჩავასწორებ: ძაღლის ცემას რათქმაუნდა არ ვამართლებ და არც ვდაობ რომ იმ ბავშვის ოჯახი არის გარეწარი, უბრალოდ ამ პოსტში ხაზს ვუსვამ, ჩვენი, ცხოველთა მოყვარულების პასუხისმგებლობაზე", - წერს ლოსაბერიძე.