"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ... სტუდენტს მცირეწლოვან შვილები დარჩა" - ქუთაისში, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა
ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი (გიო) ლაღაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას "ქუთაისელები" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს "გარემოს დაცვის ინჟინერიის და გამოყენებითი ეკოლოგიის" პროგრამის სტუდენტის, გიორგი (გიო) ლაღაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო!
თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, მეუღლეს, მცირეწლოვან შვილებს, მეგობრებს, კურსელებსა და ახლობლებს", - ნათქვამია ონფორმაციაში.