ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5376 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5340 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7462 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7352 ლარს შეადგენდა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1280 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 23 მაისიდან შევა ძალაში.