რუსეთის ცაზე საბრძოლო ვერტმფრენები გამოჩნდნენ - ისმის აფეთქებების ხმა (ვიდეო)
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში აფეთქებების ხმა ისმის. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო კადრებში საბრძოლო ტიპის ვერტმფრენებიც გამოჩნდნენ.
მანამდე "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" და "რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა" განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებით შევიდნენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული საოკუპაციო ჯარები დღემდე იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე და მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ.