თეგებით ძიება

აქციების არავის ეშინია - არჩილ თალაკვაძე

აქციების არავის ეშინია. არსებობს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მშვიდობიან აქციებს და მანიფესტაციებს. ჩარკვიანსაც და ოპოზიციის სხვა წევრებსაც შეუძლიათ, ასეთი აქციები ჩაატარონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი არ არის, რომ ოპოზიცია აქციას აანონსებს.

„რამდენად მრავალრიცხოვანი იყო და რამდენად მრავალრიცხოვანი იქნება მომავალში, რა იქნება მოთხოვნები, ბევრჯერ ნახა საზოგადოებამ. არაფერი განსაკუთრებული არ არის. ოპოზიცია, მათ შორის ჩარკვიანი მუდმივად აანონსებს აქციებს. ეს ახალი არ არის. ამაზე უფრო სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. რა აქციების ჩამტარებლები არიან, ეს ბევრჯერ ვნახეთ. ახლა ყველაზე მეტად გვაინტერესებს, საქართველომ განაგრძოს და თავისი სამუშაო შეასრულოს ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში.

ვაჩვენოთ მეტი პროგრესი, გადავიდეთ სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიიღება და მოლაპარაკებების გახსნა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციისთვის სერიოზულად ემზადება: „ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით. მტერია კარზე მომდგარი“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა