ლარი ისევ გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5570 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5376 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7559 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7462 ლარს შეადგენდა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1288 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 24 მაისიდან შევა ძალაში.