თეგებით ძიება

ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო. საქართველოს დადანაშაულება ან გაკრიტიკება ამის გამო არასამართლიანია - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, შეშფოთების საბაბი არ აქვთ.

„განცხადებები გაკეთდა ამერიკის მთავრობის მხრიდან. გვსურს ჩვენს პარტნიორებს ვუთხრათ, რომ შეშფოთების საგანი არ არსებობს. რეალურად საქმე ეხება უბრალო მოქალაქეების, უბრალო ადამიანების მიმოსვლას და აქვე უნდა ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება თავის დროზე რუსეთმა მიიღო ცალმხრივად, როდესაც სანქციები დაუწესა საქართველოს და ახლაც, ეს [ფრენების აღდგენა] იყო რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება. საქართველოს დადანაშაულება, ან გაკრიტიკება ამის გამო უბრალოდ არასამართლიანია, ეს ერთი. მეორე - დღეს ვფიქრობ, ყურადღება უნდა იყოს მობილიზებული იმაზე, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე, დროულად, სამართლიანად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას და უსაფრთხოებას საქართველოსთვის. მითუმეტეს, იმ გაზრდილი რისკების ფონზე, რაც არის რეგიონში. აქ გვჭირდება ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა“, - განაცხადა თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა