ჯერ ბავშვს სცემდა, მერე ქალსაც მივარდა და კაცებმა ძლივს გააგდებინეს - გორში კაცმა არასრულწლოვანსა და ქალზე იძალადა
გორში, სტალინის ბაღში მამაკაცმა ქალზე და არასრუწლოვან ბავშვზე იძალადა. ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს.
ფაქტი 23 მაისის საღამოს საათებში მოხდა.
"ჯერ ბავშვს სცემდა კაცი და ქალი გამოექომაგა, მერე იმასაც მივარდა და კაცებმა ძლივს გააგდებინეს”, – აცხადებს თვითმხილველი გამოცემასტან.
ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.