"უმაგრესი ქალია მზია გეწაძე, კარგად შეანჯღრია საზოგადოება, ახლა კი ლაფს ასხამენ" - რას წერს მაკა რაზმაძე?
ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მომღერალი, მზია გეწაძე უმაგრესი ქალია.
"რამდენი წელია ამის მოყოლა მინდოდა და ბედნიერი ვარ რომ ახლა მაინც მოვყევიო"-ქალმა საზოგადოებას მოგმართათ, საკუთარი წლების ტრავმაზე გესაუბრათ და ემპათიას ითხოვდა. თავის დროზე სწორედ საზოგადოების გაკიცხვის შიშით დაემართა ეს ყველაფერი, რაც მოყვა. თვითონვე ამბობს გადაცემაში - ახლა შეიცვალა მიდგომები და ამიტომ ვყვებიო, მაგრამ თურმე არც არაფერი შეცვლილა.
თან ღიაობას და პრობლემების საზოგადოებრივ დონეზე გადაჭრას იჩემებთ და როგორც კი ეს ხდება, მაშინვე ჩასაფრებული გადაუვლით ხოლმე, ვინც თქვა და ვისთანაც თქვა ყველას. ორმაგი აღარ ქვია ამ სტანდარტებს.
უმაგრესი ქალია მზია გეწაძე, კარგად შეანჯღრია საზოგადოება, დაამსხვრია მახინჯი სტერეოტიპები და პირდაპირ გაილაშქრა ამ სიმახინჯე - "სახლში რაც გინდა აკეთე ოღონდ ჩუმა" მენტალიტეტის წინააღმდეგ, რომ კითხო ყველა "რევოლუციონერია" ვინც ახლა ლაფს ასხამს...
არადა რა ბედნიერი იყო როცა ყველაფერი თქვა-წლებია მინდოდა ამის ხმამაღლა თქმაო, 30 წელი ველოდე ამ წუთებსო! კარგად გაიაზრეთ რა მოხდა და მერე გამოიდეთ თავები აქ ჭკუის სწავლებით! ზუსტადაც მაგარი ხარ, მზია!", - წერს მაკა რაზმაძე.
მზია გეწაზემ მეუღლესთან პირად ცხოვრებაზე და ინტიმურ ურთიერთობებზე საჯაროს ისაუბრა.