თეგებით ძიება

უკრაინის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ესაა დღევანდელი სტატუს-კვო - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ უკრაინის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ესაა დღევანდელი სტატუს-კვო.

„რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით რას ნიშნავს ომი. ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს კვო, რა მოხდება ხვალ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მე მგონი არც არავინ იცის.

მე მგონი ყველას უკვირს. მე ვერ ვხედავ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა, მაგრამ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა