თეგებით ძიება

კახეთში, ქალი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ვინ არის კაცი, რომელმაც მეგობარი ქალი განსაკუთრებული სისასტიკით გამოასალმა სიცოცხლეს?

კახეთში, უზბეკეთის მოქალაქის მკვლელობისთვის დაკავებული 60 წლის კაცი, გაბრიელ ხოხობაშვილია - სოფელ მატანიდან.

თვითმხილველების თქმით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. ადგილობრივების თქმით, ქალი კაცთან წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

ქალის მკვლელობის სავარაუდო მოტივად, ფინანსური ინტერესი სახელდება. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ხოხობაშვილი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ადვოკატის შესვლას ელოდება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა