თეგებით ძიება

ჩვენს მეგობრებს კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხის ამოცანა და მიზანია, საქართველო გახდეს NATO-ს და ევროკავშირის წევრი - გიორგი ბარამიძე

მოღალატეობრივი რეჟიმი ყველაფერს ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ აკეთებს, საქართველოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე აბრუნებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

„ჩვენი მეგობრებისთვის, როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის წევრებისთვის, ძალიან კარგად არის ცნობილი, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ის, რომ საქართველო რუს ოლიგარქს აქვს მიტაცებული, ის, რომ საქართველოს მთავრობაში რუსეთის მაფიის ქართული ფილიალი მოქმედებს, რომელსაც ტყვეობაში ჰყავს პუტინის ტყვე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელია, საქართველოს მყარად დამყენებელი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამ ოლიგარქს ჯიბეში აქვს ჩადებული საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, ებრძვის თავისუფალ მედიას და ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნებით არ იყოს შესაძლებელი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა", - განაცხადა ბარამიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა