თეგებით ძიება
25. 05. 2023 ვიდეო

პირველად მისი ტირილი, რომ გავიგე, შემეშინდა, მეც ავტირდი, დერეფანში ბღავილით დავრბოდი - რას ამბობს გიორგი ვარდოსანიძე შვილის დაბადებაზე? (ვიდეო)

მსახიობი, გიორგი ვარდოსანიძე შვილის დაბადებას იხსენებს. ამის შესახებ მან გადაცემა "სხვა ნანუკას" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, როდესაც ბავშვის ტირილი გაიგო, თავადაც ატირდა.

"ადამი, რომ გაჩნდა კორიდორში დავრბოდი, ტირილი რომ გავიგე ყველაზე უცნაური უყო. შემეშინდა, მერე მეც ვიტირე და როგორც კი მითხრეს რომ მშვიდობა იყო და გულზე უნდა დამეწვინა ამას ვერ აღვწერ.

პირველად ვიგრძენი, რომ ჩემ თავში ყველაფერი გაითიშა, ვაკუუმის შეგრძნება მქონდა. პირველი ერთი კვირა ისე ვიყავი ხელი, როგორ მოვკიდო, არ ვატკინო მეთქი.

რომ შევხედე ძალიან სასაცილო იყო. ჯერ ცხვირი გამოვიდა, იმხელა ცხვირი ჰქონდა – ეგ ჩემი გამოჰყვა. რომ გავიგე კარგად იყო მერე მარიამზე გავარკვიე, მისი მდგომარეობა და ყველაფერი, რომ კარგად დამთავრდა ძალიან ემოციური იყო“, – ამბობს მსახიობი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა