თეგებით ძიება
25. 05. 2023 ბიზნესი

3-ის ნაცვლად 10 სართული - თბილისის მერია ვარკეთილში ავარიული შენობის ჩანაცვლებაზე ტენდერს გამოაცხადებს?

შესაძლოა, თბილისის მერიამ ვარკეთილში, ავარიული შენობის ჩანაცვლებაზე ტენდერი გამოაცხადოს.

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ამჯერად, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე ავარიული კორპუსი ჩანაცვლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, ადგილზე 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობაა გეგმაში. პროგრამის მიხედვით, თბილისის მერია ტენდერის საფუძველზე ანაცვლებს ავარიულ შენობას, კონტრაქტორ დეველოპერულ კომპანიას კი პროექტის ღირებულების ნაწილს თანხის სახით უხდის, ნაწილს კი ნამატი ფართებით.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 40-მდე პროექტი განიხილება.

„ავარიული სახლების ჩანაცვლება მტკივნეული საკითხია, რადგან ბევრი ასეთი შენობა გვაქვს. თბილისის მერია წლების განმავლობაში აღნიშნული შენობების გამაგრებას უზრუნველყოფდა, შედეგ კი დავიწყეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და ახალი კორპუსების აშენებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა