თეგებით ძიება

„საინტერესოა, რა გზავნილი გაატანა სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს რუსეთში?“ - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან.

„რაღაც არ ისმის ეგზალტირებული ფსევდოების პროტესტი მოსკოვში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ვიზიტის გამო. ეტყობა, ყალბი მედასავლეთეებისთვის

მიხეილ სააკაშვილის სულიერი მოძღვრობა ერთგვარი ინდულგენციაა რიგი ქვეყნების მიერ სანქცირებულ პატრიარქ კირილესთან შესახვედრად.

საინტერესოა, რა გზავნილი გაატანა სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს რუსეთში?..

მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სააკაშვილის მოძღვრის მოსკოვში ვიზიტზე“,- წერს აბაშიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა