თეგებით ძიება

„პირველად, მისი ტირილი რომ გავიგე, მეც ავტირდი...“ - გიორგი ვარდოსანიძე შვილის შესახებ

მსახიობმა, გიორგი ვარდოსანიძემ შვილის, ადამის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც პატარამ პირველად იტირა, თვითონაც ატირდა. 

„ადამი რომ გაჩნდა კორიდორში დავრბოდი, ტირილი რომ გავიგე ყველაზე უცნაური იყო. შემეშინდა, მერე მეც ვიტირე და როგორც კი მითხრეს რომ მშვიდობა იყო და გულზე უნდა დამეწვინა ამას ვერ აღვწერ.

პირველად ვიგრძენი რომ ჩემ თავში ყველაფერი გაითიშა, ვაკუუმის შეგრძნება მქონდა. პირველი ერთი კვირა ისე ვიყავი ხელი როგორ მოვკიდო, არ ვატკინო მეთქი.

რომ შევხედე ძალიან სასაცილო იყო. ჯერ ცხვირი გამოვიდა, იმხელა ცხვირი ჰქონდა – ეგ ჩემი გამოჰყვა. რომ გავიგე კარგად იყო მერე მარიამზე გავარკვიე მისი მდგომარეობა და ყველაფერი რომ კარგად დამთავრდა ძალიან ემოციური იყო“, – თქვა ვარდოსანიძემ გადაცემაში „სხვა ნანუკა".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა