თეგებით ძიება

"დამეხმარეთ ამ კეთილშობილურ საქმეში" - რა მიმართვას ავრცელებს ეკა კვესიტაძე?

ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ევროკავშირის დიდი ზომის დროშის მოძიებაში დახმარებას სთხოვს.

"მეგობრებო, ჩემს აივანზე გადმოსაფენად ვეძებ ევროკავშირის მაქსიმალურად დიდ დროშას, რათა შანიძეზე ჩამომსვლელ მანქანათა მძღოლებს პირდაპირ თვალიწინ აუფრიალდეს. ხოდა, დამეხმარეთ ამ კეთილშობილურ საქმეში", - წერს კვესიტაძე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით გასული წლისგან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა წელს ევროკავშირის დროშით აღარ იქნება გაფორმებული. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა