"300 ბავშვი შეასრულებს საქართველოს ეროვნულ ჰიმნს“ - რეპეტიციის კადრები თავისუფლების მოედნიდან (ვიდეო)
საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს ზეიმობს. 15 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი.
თავისუფლების სიყვარულით" - წელს ეს არის სლოგანი. პროგრამა უკვე ტრადიციად ქცეული ცერემონიით 11 საათზე დაიწყება - წვევამდელები ფიცს ამჯერად პარალელურად მთელი საქართველოს მასშტაბით დადებენ.
რაც შეეხება სხვა სამხედრო კომპონენტს, მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება ტექნიკა და აღჭურვილობა. გადაიფრენს ავიაცია.
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და წერს.
"300 ბავშვი შეასრულებს საქართველოს ეროვნულ ჰიმნს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. რეპეტიციის კადრები თავისუფლების მოედნიდან", - წერს გოგა ჩანადირი.