თეგებით ძიება

"დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში" - დანიის საგარეო

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

"დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. გასულმა წელმა გააძლიერა დანიის და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები - რის ფარგლებშიც თბილისში დანიის საელჩოს გახსნა. დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში", -  წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა