თეგებით ძიება

გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია.

"დამოუკიდებლობის მოპოვებით, ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ, თუმცა გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის ნიშნავს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნის, ეს კი საკუთარი ეროვნული, უნიკალური, თვითმყოფადი გზის გაკვალვას გულისხმობს. თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა