თეგებით ძიება
26. 05. 2023 მსოფლიო

მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას - ბრიტანეთის მეფე

მინდა, მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და საქართველოს მოსახლეობას თქვენი ქვეყნისთვის გამორჩეული დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.

„მოუთმენლად ველი თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ამ რთული პერიოდის წინაშე ყოფნის დროს“, - აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა