თეგებით ძიება

"საქართველოს არასდროს დაეკარგოს დამოუკიდებლობა და არ ყოფილიყოს, არცერთი ქვეყნის ხელში შემყურე" - მამა ლევან ჯიქური

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

"გილოცავთ. ღმერთმა ქნას საქართველოს არასდროს დაეკარგოს დამოუკიდებლობა. და არ ყოფილიყოს არცერთი ქვეყნის ხელში შემყურე.

საქართველოს ეკლესია არასდროს დაეკარგოს ავტოკეფალია, იგივე დამოუკიდებლობა და ტაძრები გადავსებულიყვეს ჭეშმარიტი მორწმუნეებით.

და ყველა ქართველი ყოფილიყვეს სულიერადაც თავისუფალი, ემართოს თავისი ცხოვრება და არ ეკეთებინოს ის რაც იცის რომ არასწორია“, - წერს ლევან ჯიქური.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა