თეგებით ძიება

კობახიძე არის რუსი... არც დროშა აინტერესებს, არც ქვეყანა, არც სამშობლო - ზურა ჯაფარიძე

პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს არც დროშა აინტერესებს და არც ქვეყანა.

“რუჯის მიღებაზე პრობლემა არ არის, მაგრამ დამოუკიდებლობის დღეს კობახიძე როგორც იქცევა… ზოგადად კობახიძე არის რუსი, არ აქვს სენტიმენტები და ყველაფერი, როცა ის ლაპარაკობს სხვებთან მიმართებაში, ჩვენთან მიმართებაში, მათ შორის, უსამშობლოობაზე და რაღაცებზე, ეს ყველაფერი არის ერთგვარი სიყალბე. თვითონ ფეხზე ჰკიდია ეგეთი რაღაცები, არც დროშა აინტერესებს, არც ქვეყანა, არც სამშობლო, ეგეთი სენტიმენტები საერთოდ არ აქვს. ეგ ჩანდა მის წამოწოლილ პოზებში, კარგად ეტყობოდა დღევანდელ დღეს როგორ აღიქვამს” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 26 მაისის დღესასწაულზე დასწრების ნაცვლად, აუზზე ირუჯება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა