საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ევროპულ ოჯახში ყოფნას უსურვა.
„მთლიანად ქართველ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, და მინდა, რომ ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იყვნენ. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას - და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსულ ოკუპაციაში იმყოფებიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ისტორიული ძალაა და ეს ძალა დაუძლეველია, ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტი წააგებს,” - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.